LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედი კორონავირუსის გამო ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი გახდა

205
bycklbnscovid19

მაშინ როცა კორონავირუსის პანდემია ჯერ ისევ ვრცელდება, მსოფლიომ ყველა მნიშვნელოვანი ივენთი გადადო, ყველაფერი დაიკეტა და ხალხი სახლებში ჩაიკეტა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც გარეთ გასვლა მაინც უწევს და უსაფრთხოების დაცვა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გადაცემის ერთ–ერთ ყველაზე სარისკო ადგილად დასახელდა, ამიტომ მოსახლეობას გადაადგილების ალტერნატიული საშუალების მოძებნა დასჭირდა. კერძო ავტომობილი კარგია, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტიც, ბევრად ჯანსაღი, იაფი და უსაფრთხო – ანუ ველოსიპედი.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კორონასგან თავის დასაცავად ველოსიპედი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია, რადგან ჰაერზე დაავადების გადადების შანსი იკლებს. თუმცა, ხალხისგან დისტანციის დაცვა და მაქსიმალურად მარტო გადაადგილება ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია. ველოსიპედისტებს ტრანსპორტის გულმოდგინედ გაწმენდაც არ უნდა დაავიწყდეთ ხოლმე.

ველოსიპედი არც გარემოს აბინძურებს და ფიზიკურ აქტივობადაც ითვლება. ყოველ დღე 30–60 წუთამდე სეირნობას იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია. კარანტინის დროს ვარჯიში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რათა ორგანიზმი ზედმეტად არ მოდუნდეს.

სწორედ ამიტომ, ველოსიპედი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარი გახდა და მსოფლიოში მისი მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g