ცნობილი მექსიკელი მსახიობი და მომღერალი, ვერონიკა კასტრო მსოფლიომ 1979 წელს გაიცნო, როცა ეკრანებზე გამოვიდა პოპულარული მექსიკური სერიალი „მდიდრებიც ტირიან“.
სერიალმა, რომელიც 20-ზე მეტი ეპიზოდისგან შედგებოდა, მალევე დაიპყრო მაყურებლის გული, მათ შორის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ვერონიკა კასტრო კი, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მალევე კასტრომ მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ პოპულარულ სერიალში „ველური ვარდი“, რომელიც ეკრანებზე 1994 წელს გადიოდა.
ვერონიკას ანგარიშზე უამრავი წარმატებული სერიალი და ფილმი დაგროვდა. ის დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას როგორც მსახიობის, ასევე პროდიუსერი ამპლუაშიც, კასტრო ახლა 69 წლისაა და თითქმის ისე გამოიყურება, როგორც უწინ.