ჯენიფერ ლოპესი „Up all night“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტით სომხეთში წარდგება.
კონცერტი ერევანში 3 აგვისტოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად სომხეთში მისი შემოქმედების მოყვარულები იკრიბებიან.
მათ შორის არის მომღერალი, სოფო ბედიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა და დაწერა:
„ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად…“
ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად♥️♥️♥️
Posted by Sopo Bedia on შაბათი, 02 აგვისტო, 2025