LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა – რჩევები ვენაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

231

ვენა არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აქ რომაულ ლეგიონებსაც გაუვლიათ და ბარბაროსებსაც, რომლებიც მოგვიანებით რაინდებმა შეცვალეს. ერთ დროს ვენასთან შეაჩერეს მონღოლების ურდოები, აქ დაამარცხეს ოსმალები.
დღეს კი ვენა არის ვალსის, ხელოვნების, გალერეების, მუზეუმებისა და დახვეწილი პარკების ქალაქი. ამასთან, ქალაქი იმპერიულ სულს ინარჩუნებს. ვენამ შეინარჩუნა დიდი დედაქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი ნიშან-თვისება: დიდებული ტაძრები, მდიდრული რეზიდენციები, თეატრები, საოპერო დარბაზები, ფართო გამზირები. როგორ არ უნდა ახსენო მოცარტი, შტრაუსი, შტრუდელი, შნიცელი და ყავა. მოკლედ, ვენა დამსახურებულად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და საინტერესო ქალაქად.

 

ვენის რაიონები

ავსტრიის დედაქალაქი 23 ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულს თავისი სახელი და ნომერი აქვს. რაიონი №1, იგივე შიდა ქალაქი – ისტორიული ცენტრი და ტურისტების მიზიდულობის ადგილია.

მე-2-დან მე-9-მდე რაიონები მთავარ რაიონს ესაზღვრებიან და თანამედროვე ცენტრად მიიჩნევა. ღირსშესანიშნაობები აქაც ბლომადაა, თანაც აქ სასტუმროს ნომრები უფრო იაფია, ვიდრე ცენტრში.

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

 

შიდა ქალაქთან ახლომდებარე რაიონები

ლეოპოლდშტადტი (№2) – მშვიდი მწვანე რაიონი. მთავარი ღირსშესანიშნაობა – პარკი „პრატერი“.

ლანდშტრასე (№3) – ხალხმრავალი ნაწილი, ამ ტერიტორიაზეა ბელვედერის სასახლე და ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარი.

მარიახილფი (№6) – სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი. აქ მდებარეობს ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩა Mariahilfer Strasse. ასევე არის „ნაშმარკტ“ ბაზრობისა და დასავლეთის სადგურის ნაწილი.

მაღაზიების ქუჩის ნაწილი მოდის მე-7 რაიონზე – ნოიბაუ. აქ არის მუზეუმების კვარტალიც, ხოლო ზამთარში იმართება საშობაო ბაზრობები.

მე-8 რაიონში – იოზეფშტადტი – ცხოვრობს ქვეყნის პრეზიდენტი, ქალაქის ყოფილი და მოქმედი მერები. ამ ნაწილს ელჩების კვარტალს უწოდებენ.

შიდა ქალაქს მიერთებული სხვა რაიონებია – ვიდენი (№4), მარგარეტენი (№5), ალზეფგრუნდი (აქ არის მთავარი უნივერსიტეტი).

დანარჩენი 13 რაიონი, ე.წ. გარე ქალაქია. აქ განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები არ არის. ისინი გამოირჩევიან დიდი მოლებითა და პარკებით.

 

ტრანსპორტი

ვენის საქალაქო სატრანსპორტო სისტემა შედგება ავტობუსების, ტრამვაების, მეტროსა (U-Bahn) და საგარეუბნო ელექტრომატარებლებისგან (S-Bahn). უფრო მოსახერხებელია ვენის სატრანსპორტო ბარათის შეძენა. ხოლო თუ სულ რამდენიმე დღით ხართ, მაშინ ჯობს ერთჯერადი ბილეთების ყიდვა.

სამგზავრო ბილეთების სახეობები

Einzelfahrschein – 1 მგზავრობა 1 მიმართულებით. გადაჯდომის უფლებას იძლევა. 2 ევროზე მეტი ღირს. 4 მგზავრობის ტალონს Streifenkarte ქვია და 9 ევრომდეა. ბილეთები უნდა დაკომპოსტირდეს.

Wochenkarte – ბილეთი ზუსტად ერთი კვირაა ძალაში: ორშაბათს 9:00 საათიდან. 16 ევროზე მეტი ღირს.

24-Stunden-Wien – 24-საათიანი ტალონი. საუკეთესო ვარიანტია, თუ ერთი დღის განმავლობაში ბევრ სიარულს აპირებთ. 8 ევრომდე დაგიჯდებათ. ასეთი სადღეღამისო ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 2 და 3 დღით.

Wiener Einkaufskarte – 12 საათიანი ბილეთი – 8:00-დან 22:00 საათამდე. კვირის გარდა ყველა დღეს მოქმედებს. 6 ევროზე მეტი ღირს.

 

ტურისტული ტრამვაი

სპეციალური მარშრუტი ტურისტებისთვის Vienna Ring Tram. ის რინგშტრასეს ირგვლივ დადის, გზად მგზავრები უსმენენ აუდიოგიდს და ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს. ტრამვაი ნახევარ საათში ერთხელ დადის. 8 ევროა უფროსებისთვის და 4 ევრო ბავშვებისთვის.

ტურისტული ავტობუსი

Hop-On – Hop-Off – ავტობუსის ტურისტული მარშრუტი. მწვანე-ყვითელი ავტობუსები 4 მიმართულებით დადიან. ტურისტები თავისუფლად ადიან და ჩადიან ნებისმიერ გაჩერებაზე. 24-საათიანი ტალონი 25 ევრო ღირს, ორდღიანი – 29 ევრო, ბავშვებისთვის – 15 ევრო.

 

შოპინგი

ელეგანტური და ძვირფასი ნივთების ვაჭრობა გამართულია „ოქროს სამკუთხედში“ ხოფბურგს, ოპერასა და წმ. სტეფანეს ტაძარს შორის Lohlmarkt, Graben და Karntner Strabe ქუჩებზე. საშოპინგო ადგილებია ასევე Favoritenstra, Landstra и Meidlinger Hauptstra, Mariahilfer. მარგარეტნშტრასეს ქუჩაზე კი ორიგინალური სადიზაინერო მაღაზიებია.

თუ მოდური სამკაულები გაინტერესებთ უნივერმაღ „შიპეკს“ ესტუმრეთ. სავაჭრო ცენტრში ShoppingCitySud, რომელიც ქალაქის სამხრეთ გარეუბანშია, ყველაფერი ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი.

ასევე ღირს „ნაშმარკტისკენ“ გასეირნება, რომელიც მე-18 საუკუნიდან არსებობს და ორშაბათიდან შაბათამდე მუშაობს. აქ სხვადასხვა ქვეყნების დელიკატესებს აღმოაჩენთ.

 

რა უნდა გასინჯოთ

ვენის სამზარეულო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ქალაქის სახელი ქვია და არა ქვეყნის. ვენაში გასინჯავთ საუკეთესო კერძებს: სახელგანთქმულ შნიცელს და ძეხვეულს, არაჩვეულებრივ ტკბილეულსა და ღვინოს.

ვენის ხბოს შნიცელი ცივ კარტოფილის სალათთან და ლიმნის წვენით გაზავებულ სალათის ფურცლებთან ერთდ მოაქვთ. ხორცის ნაჭერი თეფშის ზომისაა და ორ პერსონას თავისუფლად დაანაყრებს.

ავსტრიაში დაახლოებით 1500 სახეობის სარდელი, ძეხვი და სოსისია. ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი.

ტაფელშპიცი“ – კიდევ ერთი პოპულარული კერძი ხორცისგან. მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და ბულიონით არის გაფორმებული. მას ამატებენ ნაღების სოუსს და ვაშლის პირშუშხას. ხორცი 5 საათი იხარშება.

შემწვარი წაბლი – სადღესასწაულო კერძი და ნამდვილი დელიკატესი. წაბლით მოვაჭრეები შემოდგომაზე ჩნდებიან. პირდაპირ ქუჩაში წვავენ (სხვათა შორის, ამას ევროპის ბევრ ქალაქში შეხვდებით).

შეუძლებელია ვენა ტკბილეულის გარეშე დატოვოთ. სავალდებულო პროგრამაშია: ვაშლის შტრუდელი, მარციპანის კონფეტი და ტორტი „ზახერი“ ვენურ ყავასთან ერთად.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები