„ვენეციის კინოფესტივალის“ მთავარი ჯილდო, „ოქროს ლომი“ ამერიკელმა რეჟისორმა, ჯიმ ჯარმუშმა ფილმისთვის „მამა, დედა, და, ძმა“ მიიღო.
კინოსურათში მთავარ როლებს ქეიტ ბლანშეტი, ტომ უეიტსი, ადამ დრაივერი, შარლოტ რემპლინგი და ვიკი კრიფსი ასრულებენ. ფილმი მშობლებისა და მათი შვილების რთული და ამავედროს საინტერესო ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 6 წლის განმავლობაში რეჟისორის პირველი ნამუშევარია.
ცნობისთვის, ჟიურის გრან-პრი რეჟისორ კაუტერ ბენ ჰანიის ფილმმა, „ჰინდ რაჯაბის ხმამ“ მიიღო, „ვერცხლის ლომი“ კი ბენი საფდის გადაეცა, სპორტული დრამისთვის, „დამანგრეველი მანქანა, რომელშიც მთავარი როლი დუეინ ჯონსონმა შეასრულა.



