LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პენელოპა კრუსის ტრიუმფი „ვენეციის კინოფესტივალზე“ და გამარჯვებულების სია

281
Untitlede

„ვენეციის 78 კინოფესტივალი“ დასრულდა.  „ოქროს ლომის“ მფლობელი ფრანგი კინორეჟისორის ოდრი დივანის ფილმი „მოვლენა“ გახდა.  „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ტიტული პენელოპე კრუსმა დაიმსახურა, მან გამარჯვება ფილმით „პარალელური დედები“ მოიპოვა. ცნობისთვის, სწორედ პედრო ალმადოვარის ფილმმა გახსნა ფესტივალი. აღნიშნული ფილმი ალმოდოვარის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია  2019 წელს გამოსული „ტკივილი და დიდების“ შემდეგ, რომელმაც „კანის“ ფესტივალზე „საუკეთესო მსახიობი კაცის” ჯილდო, „ოსკარებზე“ კი „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაცია დაიმსახურა.

„ჩემს შემოქმედებაში დედის ბევრნაირი სახეა, მაგრამ ამ ფილმში სულ სხვანაირი პერსონაჟები იქნებიან“ – პენელოპა კრუსი კვლავ ალმოდოვარის ფილმში – პირველი კადრები

ჯილდოს მიღებამ, 47 წლის პენელოპა საოცრად გააბედნიერა, ის პრიზს იხუტებდა. კრუსი წითელ ხალიჩაზე დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა, მას რეტრო სტილში გადაწყვეტილი ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა.

 

მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

 საუკეთესო ფილმი – ოდრი დივანის – „მოვლენა“

საუკეთესო რეჟისურა – ჯეინ კემპტონის – „ძაღლის ძალა“

საუკეთესო სცენარი – მეგი ჯილენჰოლი – „უცნობი ქალიშვილი“

საუკეთესო მსახიობი ქალი – პენელოპე კრუსი – „პარალელური დედები“

საუკეთესო მსახიობი კაცი – ფილიპ სკოტი – „ღმერთის ხელი“

ჟიურის გრანპრი – პაოლო სორენტინო – „ღმერთის ხელი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები