ვენესუელას ხელისუფლებამ ბრაზილიასთან სახმელეთო საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, საზღვრის დახურვა პრევენციულ ზომას წარმოადგენს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა. მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოტავიუ სანტანა დუ რეგუ ბარუსმა განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობა სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც ვენესუელას საზღვართან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ჩაერთვება.
ნიკოლას მადუროს თქმით, უცხოური ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ინიციატივა „ოლიგარქიის უნიჭო და იაფფასიანი შოუა“ და მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვან ამ დახმარებაზე.
სიტყვით გამოსვლისას ნიკოლას მადურომ ასევე არ გამორიცხა, რომ კოლუმბიასთან საზღვრი სრულად დაიხუროს.