ბოლო პერიოდის განმავლობაში ვენსან კასელის კარიერული სიახლეების შესახებ არაფერი გვსმენია. და აი, ახლახან ცნობილი გახდა, რომ 56 წლის მსახიობი, ახალი კინოპროექტისთვის ემზადება.
ის ვიქტორ ჰიუგოს რომანის, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ ადაპტაციაში ითამაშებს და კვაზიმოდოს როლს შეასრულებს.
ფილმს, სახელწოდებით „კვაზიმოდო“ საფრანგეთში გადაიღებენ. მისი რეჟისორი ჟან-ფრანსუა რიშე იქნება, სცენარზე კი ერიკ ბესნარდი იმუშავებს. პროექტი Netflix-ზე გავა.
ცნობისთვის, კვაზიმოდოს როლი წარსულში ისეთ ლეგენდარულ მსახიობებს აქვთ შესრულებული, როგორებიც არიან: ლონ ჩეინი, ჩარლზ ლოტონი, ენტონი ქუინი და ენტონი ჰოპკინსი.
28 წლის ნარა ბაპტისტა და 56 წლის ვენსან კასელი „ელისეის სასახლეში“ – წყვილის უახლესი ფოტოები

