13 თებერვალს, რიო-დე-ჟანეიროში ტრადიციულად, გრანდიოზული კარნავალი გაიხსნა. მოგეხსენებათ, ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი საყვარელ ქალთან და ვაჟთან ერთად სწორედ რიოში ცხოვრობს და რიოს კარნავალი მისი ყველაზე საყვარელი ღონისძიებაა, შესაბამისად კასელმა ეს პერიოდი სრულად ამ მოვლენას დაუთმო.
„ინსტაგრამიდან“ ვიგებთ, რომ კასელთან და ნარა ბაპტისტასთან ერთად კარნავალს ვენსანის ყოფილი მეუღლე და მისი ქალიშვილის, დედა ტინა კუნაკიც დაესწრო.
რიოს მორთული ქუჩებიდან ფოტოები მოდელებმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელეს და უამრავი სახალისო კომენტარიც გამოიწვიეს.
„ვენსან კასელი შარშია!“, „ვენსანი და მისი ორი შოკოლადივით გოგო“, „ალბათ, ძალიან რთულია ასეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენა“, „რიოს კარნავალი ყველას და ყველაფერს აერთიანებს“, – არ წყდება კომენტარები.