რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს.
როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს „ვიტ ჯორჯია 2“-ში თამაშობდა.
კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი ემსხვერპლა
შემზარავ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ფეხბურთელის გარდაცვალებას ეხმაურება “ფეისბუქჯგუფ” “Beauty Lab”-ის შემქმნელი ქეთა ბაღაშვილიც.
როგორც ქეთა წერს, ფეხბურთელიც დედაც კოვიდინფიცირებულია და ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
“დედაჩემი ექიმია, რესპუბლიკურში, ყოველ დღე 20 კოვიდ პაციენტის სიცოცხლეს დარაჯობს. ბოლო ერთი თვეა ყოველ საღამოს ფეხზე ძლივს მდგომი ყვება ჩემი ძმისხელა, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭის შესახებ, რომლის ანკეტის კითხვითაც იწყება დედაჩემის დილა საავადმყოფოს კედლებში, რომელიც სპორტული სიჯიუტით ებრძვის სიკვდილს, მაგრამ რეანიმაციაში სხვა პაციენტებს ადგილს მაინც არ უთმობს, არ აძლევს ეს საშინელი დაავადება სუნთქვის უფლებას.
მეორე განყოფილებიდან მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს, ალბათ ბოლო ამოსუნთქვას გადაულოცავდა ნებისმიერ წამს, რომ შეეძლოს. მეძახის წეღან დედა და ცრემლები ასკდება თვალებში. ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა დედამ დარჩენილი ჰაერი, დილით დედაჩემი მის ანკეტას აღარ გაეცნობა. წავიდა კიდევ ერთი ადამიანი გადაიქცა ციფრად. აიცერით!” – წერს ის.