LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ გაწმენდთ ორგანიზმს შლაკებისგან, იმიტომ, რომ ის არ არსებობს.. არ არსებობს “შლაკები” სამედიცინო ლიტერატურაში და არც ორგანიზმში: არჩილ მარშანია

3783
archil-marshania-1170x650-2021-03-18_16-12-55_451369

ექიმი არჩილ მარშანია, რომელიც ტიკ-ტოკ გვერდზე თავის მიმდევრებს ხშირად მიმართავს სხვადასხვა სახის სამედიცინო რეკომენდაციებით, ერთ-ერთ ვიდეოში ორგანიზმში დაგროვებულ შლაკებზე საუბრობს.

ექიმი ამბობს, რომ შლაკები არ არსებობს და ის მოგონილი სიტყვაა.

“ვერ გაწმენდთ ორგანიზმს შლაკებისგან, იმიტომ, რომ არ არსებობს შლაკები, ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია, მოგონილი სიტყვაა. არ არსებობს ეგეთი ნივთიერება სამედიცინო ლიტერატურასა და მით უმეტეს ორგანიზმში. შესაბამისად, ვინც ამ სიტყვას იყენებს მედიცინისგან ძალიან შორს არის და გირჩევთ თქვენც შორს დაიჭიროთ თავი მისგან. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ”, – ამბობს ექიმი არჩილ მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები