LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ შევთანხმდებით და ვერ მოვილაპარაკებთ: ძიუდოისტთა პროტესტი მთავრობამდე მივიდა

86

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

„ჩვენ ისეთ ფაზაში ვართ შესული, რომ გამორიცხულია ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ დავით ქევხიშვილი არ გაიმეორებს იგივეს, რასაც აქამდე ჩადიოდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ვერ დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. უბრალოდ გამორიცხული დავით ქევხიშვილთან მუშაობა. გამოსავალი არის გადადგომა“, – განაცხადა აქციაზე ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობა ჩიხშია შესული.
როგორც ხაბელოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია გარკვეულ დასკვნებს დადებს, თუმცა არსებულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს.
მისივე თქმით, აუცილებელია, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა შეძლოს სპორტსმენებთან შეხვედრა და ეს პრობლემები სწორედ ძიუდოს ოჯახში უნდა მოგვარდეს.

„მე სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ“, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა, მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ. ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებში იკვეთება როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური ინტერესები.

ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესებში, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

“მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ, მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე. არა კამერების თანდასწრებით და პოპულისტურად, არამედ საქმიან რეჟიმში, სადაც პროცესების დალაგების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ.
რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს დააზარალებს და მათ ვარჯიშის საშუალებას მისცემს, მე მათ უკვე შევთავაზე“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g