LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო, სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა“ – ოჯახის წევრები დაკარგულ მოზარდს ეძებენ

541
დაკარგული ბავშვი

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კარ­გულ მო­ზარდს ეძე­ბენ. 

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეექვსე კლასელი ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი გუ­შინ სკო­ლა­ში წავიდა და სახლში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ბარბარე 31-ე სკოლაში სწავლობს.

„ფორტუნა“ დაკარგული გოგონას დედას, დაკო ლაფაჩს ესაუბრა.

„გუშინ, დილით, ჩვეულებრივ გავაცილე სკოლაში. მეგობრები ამბობენ, რომ ბოლოს სკოლის ეზოში ნახეს, უფროსკლასელ გოგოსთან ერთად, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰყავდა გაცნობილი. ის გოგოც დაკარგულია, მასაც ეძებენ. ვერ ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო. გამომძიებელს ვესაუბრე და იმედია, მალე გაარკვევენ ყველაფერს“, – ამბობს დაკარგული გოგონას დედა „ფორტუნასთან“ საუბარში.

ბარ­ბა­რეს ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დით დე­დას ნო­მერ­ზე: 577 16 00 80.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g