„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და წერს:
„ვერ ვპოულობთ ნიკა მელიას! სასწრაფოდ გაგვაგებინეთ, სად გყავთ”.
შეგახსენებთ, თბილისის გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ შენობასთან აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დღის 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“