LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა – ეს ზომები შესაძლოა შებრუნდეს, გამოსავალი მარტივია – თუ არსებობს პოლიტიკური ნება

119
af23fe835_vera_iurova

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“.

იუროვას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპულ პარლამენტს, იმისთვის, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირს ქმედებებისთვის მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, “ევროპული მშვიდობის მექანიზმის” მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც 30 მილიონს ევროს შეადგენდა, შეჩერდა, ხოლო მხარდაჭერის პორტფოლიო გადახედვის პროცესშია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ შეაბრუნონ საკუთარი ქმედებების კურსი და ჩვენი კომუნიკაცია გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრ თქვენგანს გაახსენდება მსგავსი მოწოდებები. ეს ზომები შესაძლოა შებრუნებულ იქნას და გამოსავალი მარტივია – თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიწყონ კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გამოთქმულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კონკრეტულად კი კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავენ”, – განაცხადა იუროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g