LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება“ – ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას

121
mestia-in-winter-mestiya-zimoy-mestia-ghamit-1

ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით, მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

,,კიდევ ერთხელ მოგვიწია მეტად სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის, თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღინისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,“ -განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ  მიხეილ ბოცვაძემ“.

ბოცვაძის თქმით, მესტიაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

,,მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფდა ,,ენერგო-პრო“, 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა, ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების, თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული, თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაიონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე“- აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. ,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე,“- განაცხადა ბოცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g