LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუ რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე: ნაზი ჯანეზაშვილი

61
BeFunky-collage (3)

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით მოგვარების გარდა, ყურადღება სასამართლო სისტემასთან მიმართებითაც გაამახვილა.

ჯანეზაშვილის განცხადებით, “ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები ე.წ. კლანზე იქნება მორგებული”. 

მისივე განცხადებით, დღეს სასამართლო სისტემის უმთავრესი გამოწვევა “კლანური” მმართველობაა, რასაც სხვადასხვა პრობლემა უშუალოდ სასამართლო სისტემაში მოჰყვება.

„რეფორმები თავიდანვე ცხადი იყო, რომ წარუმატებელი იქნებოდა. რადგან ხშირ შემთხვევაში, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად კანონმდებლობაში ისეთი ცვლილება ტარდებოდა, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ ინტერესებს ერგებოდა. ამიტომ, გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს“. ეს არის მთავრი ხაზი, რომელიც ამ რეფორმას უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. მისი თქმით, დარღვეულია კანდიდატების მოსმენის ვადები და კანდიდატებს შორის გამოკვეთილია ინტერესთა კონფლიქტი.

magti 5g