LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერავის წარმოუდგენია რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები – ლევან რატიანი

1479
Capture

“თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს ვერ აუვალთ ქართველი ექიმები ამდენ ინფიცირებულს” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ საზოგადოება დადგენილ წესებს არ დაემორჩილება სიტუაცია უკონტროლო გახდება და კლინიკებს ყველანაირი რესურსი ამოეწურებათ.

“ამ ეტაპზე კოვიდ ინფიცირებული 78 პაციენტი გვაყავს. რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გვიწევს. დღეს ჩვენი კლინიკიდან სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის ერთი ორსული გაეწერება. ამ ვირუსის შესახებ ყველაფერი არც მე და არც რომელიმე წამყვანმა ინფექციონისტმა არ იცის. ერთადერთი, რაც ვიცით არის ის, რომ თუ მოვახერხებთ ფიზიკურ დისტანციას, დროში გაიწელება ეს ყველაფერი და სიტუაცია არ გართულდება. თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს ვერ აუვალთ ქართველი ექიმები ამდენ ინფიცირებულს, რესურსი ამოგვეწურება”, – აცხადებს რატიანი.

ლევან რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმი აღარ ეყოლება.

“ყველას მოვუწოდებთ, იქნება ეს ერი თუ ბერი, ფიზიკურად დავიცვათ დისტანცირება. მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება, მაგრამ ეს დრო დადგა ქვეყანაში. დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმი არ ეყოლება. ვერავის წარმოუდგენია რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ამ პროცესის ყურება ჩვენთვის ძალიან ძნელია. იტალიაში, რაც ხდება სწორედ ღლიცინმა გამოიწვია. დაიცავით წესები, ჩვენც ნუ დაგვხოცავთ. ერმა და ბერმა ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს, თორემ ვერ მოუვლის ამას ქართული მედიცინა” – ამბობს რატიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს ვირუსით ინფიცირების კიდევ 30 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

თუ დღეში ასეულ შემთხვევას არ გადავაჭარბებთ, სიტუაცია უკონტროლო არ გახდება – მარინა ეზუგბაია