LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერც წარმოვიდგენთ, რა განიცადა გატაცების დროს” – მაკრონი მელიტოპოლის მერს შეხდა

119
Untitled design (2)

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერს, ივან ფედოროვს, რომელიც რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს: უკრაინის შს მინისტრის მრჩევლი

შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში შედგა.

შეხვედრის ამსახველ ფოტოებს კი სოციალურ ქსელში თავად მაკრონი ავრცელებს და მერის გმირობით აღტაცებას კიდევ ერთხელ გამოხატავს:

“რუსული არმიის მიერ გატაცებული – ვერ წარმოვიდგენთ, რა განიცადა მელიტოპოლის მერმა. მისი ამბავი გვაწუხებს, მე მას და მასთან ერთად უკრაინელ დეპუტატებს კიდევ ერთხელ აღვუთქვი ჩვენი მხარდაჭერა და გამოვხატეთ აღტაცება. ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვრჩებით”, – აღნიშნულია მაკრონის “ტვიტში”.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ფედოროვმაც:

“მან ბევრი დეტალი იცის, მან ძალიან კარგად იცის შექმნილი სიტუაციის შესახებ. როგორც მივხვდი, ემანუელ მაკრონს აქვს მტკიცე პოზიცია უკრაინის დახმარებაზე და ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეიძლება უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რაც შეიძლება მალე. ემანუელ მაკრონი უკრაინის ინტერესების კარგი დამცველია”, – აღნიშნა მელიტოპოლის მერმა.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს.

მოგვიანებით კი 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

პოპულარულები