LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვესტელი” და ”ტოშიბა” ევროპისთვის ტელევიზორების წარმოებას იწყებენ

377

თურქული კომპანია ”ვესტელის” მმართველმა მენეჯმენტმა,  ხელი მოაწერა სალიცენზიო ხელშეკრულებას იაპონურ კომპანია „Toshiba Visual Solutions Corporation“-თან, რომელიც „Toshiba Corporation“-ის შვილობილი კომპანიაა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, TOSHIBA-ს ფირმის ტელევიზორების წარმოებას ევროპისთვის ”ვესტელი” განახორციელებს.

”ვესტელის” მენეჯმენტის განცხადების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ხელი მოეწერა დამატებით ხელშეკრულებასაც, რომლის საფუძველზეც კომპანია პოლონეთში არსებული საწარმოს „CompalElectronics Europe“-ის წილს იძენს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს ევროპაში საკუთარი საბაზრო წილის გაფართოვებას. მიღწეული შეთანხმება დაეხმარება ”ვესტელს”, ”ტოშიბასთან” დადებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებაში და მოთხოვნილი სტანდარტების დაცვაში.

„ვესტელი” პასუხისმგებელი იქნება ”ტოშიბას” ბრენდის ტელევიზორების წარმოებაზე, გაყიდვებზე, მარკეტინგზე და ევროპის ბაზრის ქსელური სავაჭრო წერტილების მომარაგებაზე. ამავდროულად, ”ვესტელი” მუდმივად მჭირდო თანამშრომლობაში იქნება ”ტოშიბას” კვლევის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრებთან“,- ნათქვამია  კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ”ვესტელსა” და ”ტოშიბას” შორის არსებული შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, როდესაც კომპანია კანონის შესაბამისად მიიღებს ნებართვას მთავრობის მხრიდან საქმიანობის წარმოებაზე.

„ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ”ტოშიბას” პოტენციალის მაქსიმალიზაციას და საბაზრო წილის გაფართოვებას. ყველასთვის კარგად ცნობილი TOSHIBA, რომელიც მაღალი ხარისხის რეპუტაციით სარგებლობს, ევროპის ბაზარზე პოზიციონირებას გააკეთებს როგორც პრემიუმ კლასის ტელევიზორების ბრენდი. დადებული შეთანხმება დაგვეხმარება წავიდეთ უფრო შორს მიმავალი გეგმებისკენ ევროპის ბაზარზე, სადაც ჩვენ უკვე გვიჭირავს ბაზრის 20%“, – განაცხადა ”ვესტელის” ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა თურან ერდოღანმა.

”ვესტელის” მენეჯმენტის განცხადებით, ისინი აპირებენ შექმნან ევროპული სტანდარტების საწარმო ”ტოშიბას” ყოფილ ქარხანაში, პოლონეთში, სადაც ცენტრალიზებული იქნება ორივე ბრენდის წარმოება და ლოჯისტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g