„ვევედრები ვლადიმერ პუტინს შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი“, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას უკონტროლო გლობალური შედეგებით.
„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.