უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ვარაუდობს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება. ოლქსი არესტოვიჩის ამ განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის, მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შეიძლება ბევრად ადრეც, ვნახოთ, ბოლო შესაძლო თარიღებზე მაქვს საუბარი.
..ან ძალიან სწრაფად დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რომ რამდენიმე, ვთქვათ, სირიელის გაერთიანება მოხდება ომის მეორე რაუნდისთვის.
როცა მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს დაიდება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელების რეკრუტირებას ცდილობს.
ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
