თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა.
პროგრამა მრავალფეროვანი იყო, შესრულდა ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებები. ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.
ამჟამად ის ნიუ იორკში, მსოფლიოში პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ სწავლობს.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე შესრულება, ჯულიარდში მიღებული ცოდნა ჩამოიტანო და გადასცე მსმენელს ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა ვაკვირდები იმას რომ ყოველი ახალი კონცერტი უფრო და უფრო მზარდი წარმატებით მიმდინარეობს,“- ამბობს სანდრო „იმედთან“ ინტერვიუში.
ვიდეო: ორი ქართველი პიანისტის გამოსვლა ნიუ იორკში: „კიდევ ერთი ბედნიერი საღამო…“