ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ოპოზიციაშიც მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესები დგას.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს.
„მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს. არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყო, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია – ბადრი ჯაფარიძე
აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები: ელისაშვილი
