LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, პატარა ავანტიურაა სააკაშვილის მხრიდან, რომ გახარიას ხმები დააკარგვინოს: მამუკა გამყრელიძე

267
BeFunky-collage (8)

რაღაც პატარა ავანტიურაა სააკაშვილის მხრიდან, რითიც აუცილებლად დააკარგვინებს ხმებს გიორგი გახარიას,- ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშინგტონში სააკაშვილსა და გახარიას შორის გამართულ სავარაუდო, კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? – სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები

როგორც გამყრელიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, პოლიტიკაში ინტერესთა კვეთა ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს შეხვედრა შესაძლებელია ყოფილიყო პოზიტიური ან ნეგატიური თვალსაზრისით.

დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ – გახარიამ დაადასტურდა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც სააკაშვილი

“შეიძლება, საერთოდ არ ყოფილიყო არანაირი შეხვედრა, მაგრამ ხალხის თვალში იმის წარმოდგენა, რომ გახარია სააკაშვილთან რაღაც ბმაში შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ხმებს დააკარგვინებს გახარიას. რაღაც პატარა ავანტიურაა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ ჩვენ ერთად ვართ, რითიც მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დააკარგვინებს ხმებს გიორგი გახარიას”. – განაცხადა მამუკა გაყრელიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

გადაცემის წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, კონკურენტად აღიქვამს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ახალგაჩენილ პარტიას, გამყრელიძე პასუხობს, რომ ” ნემისმიერი ახალი პარტია ოპოზიციურ ფლანგზე ყველასათვის კონკურენტია”, თუმცა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს არ მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევს.

“არანაირი ინტერესთა კვეთა არ არსებობს, “ოცნებას“ აწყობს ახალი მითები გაუშვას” – უდუმაშვილი გახარია-სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ძალიან სერიოზული ბრახა-ბრუხით, ხმაურით შემოვიდა გახარია და ჯერ-ჯერობით, უფრო მშვიდად არის, ვიდრე ველოდებოდით. არ ვთვლი, რომ გიორგი გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევს. “ოცნება” ბუნებრივად კარგავს ხმებს, რადგან დიდი ხანია რაც ხელისუფლებაშია. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს ხმები სადღაც უნდა წავიდეს.

გახარია პრინციპში შეისრუტავს იმ ხმებს, ვისაც აღარ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”. შუაში, რაღაც ხმების რაოდენობას, საკმაოდ მსუყე ნაწილს გახარია წაიღებს. ასეთ სიტუაციაში დაზარალდება „ლელო“და „სტრატეგია აღმაშენებელი”.- აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ, თუმცა აქვე დასძინა, რომ სააკაშვილის იმავე სასტუმროში გამოჩენის შემდეგ, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” იხეირებს, რომელიც მისივე შეფასებით, გახარიას პარტიის პირდაპირი კონკურენტია.

მესამე ძალა უფრო ეკლიქტური წარმონაქმნი შეიძლება იყოს. ეს ორი დიდი დაპირისპირებული მონსტრი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” სახით, წლების განმავლობაში, მუდმივად ერთმანეთს ასულდგუმლებენ და ნელ-ნელა შუა ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა, ძალას იკრებს და უფრო მეტი პარტია ჩნდება. მრავალფეროვნებისთვის ეს ძალიან კარგია და მხოლოდ მისასალმებელია”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

magti 5g