საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ პრემიერმა Twitter-ზე დაწერა.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ განცხადებაში.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაიჭრა.
I strongly condemn terrible terrorists attack on the state of Israel and Israeli citizens, the loss of lives, and serious injuries to many. Heartfelt condolences to the Government and People of the State of Israel, wishing speedy recovery to all those injured.— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 7, 2023