LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ ყველა სახის ძალადობას, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია: შვედეთის საელჩო

87
1

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შვედეთის საელჩო საქართველოში.

მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ვრცელდება, აღნიშნულია, რომ საელჩო სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ შვედეთის საელჩო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და ღრმა მწუხარებას გამოხატავს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ:

“შვედეთი კარლ ჰარცელის განცხადებას სრულად უჭერს მხარს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი ყველა სახის ძალადობას გმობს. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ “ტვიტში”.

შეგახსენებთ, ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ჰარცელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

“მიუხედვად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლება.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები