LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა: „სერიოზული მდგომარეობაა, დაზიანებები აქვს გულმკერდის, კისრის მიდამოსა და ორივე ქვედა კიდურზე“ 

1422
Untitled design (1)

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, ახალციხის კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე, ბატალიონის მეთაურს მეხი დაეცა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა

როგორც „ფორტუნას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული და დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია:

„საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა, პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში იმყოფება.

დაზიანება, სავარაუდოდ, ელვით აქვს მიღებული, ე.წ. მეხის დაცემაა. გარდა დამწვრობისა, დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია.

დაზიანებები აქვს გულმკერდის, კისრის მიდამოსა და ორივე ქვედა კიდურზე, ტერფებზე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული. სხეულის უბნების, დაახლოებით, 15 %-ზე მესამე, მეოთხე ხარისხის დამწვრობებია.

ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძეს მეხი გუშინ, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g