Victoria’s Secret-მა საშობაო კოლექციის კატალოგი წარმოადგინა, რომელსაც ძალიან ზუსტი დასახელება აქვს – Champagne Nights. გადაღებებში Victoria’s Secret-ის ანგელოზებმა: ჟასმინ ტუკსმა, სარა სამპაიომ, ტეილორ ჰილმა, ჟოზეფინ სრივერმა, რომი სტრეიდმა და სტელა მაქსველმა მიიღეს მონაწლეობა. გოგონებს თეთრი კორსეტები და მაქმანებიანი ბოდეები აცვიათ. გარდა თეთრეულისა, საშობაო ხაზში არომატი Bombshell Nights ოქროსფერ შეფუთვაში და სხეულის ლოსიონი შედის. ეს ყველაფერი ბრენდის ონლაინმაღაზიაშია ხელმისაწვდომი.ფოტოგალერეა