LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 2-3 კვირაც და… COVID-19-ის თემაზე ქართული საახალწლო რეკლამა შეიქმნა

193
FF

ქართულმა საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-მა სოციალურ ქსელშიზუმერისახალი საახალწლო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. „ახალი წლის დროა“ – ამ იდეის გარშემო შექმნილ რეკლამას, საზოგადოების მხრიდან უკვე უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

„აი, ასე, ახალი გამოწვევა მივიღეთ, უხილავი მტრის დასამარცხებლად „ზუმერული“ გზა გამოვძებნეთ და საახალწლო რეკლამა შევქმენით“, – წერს Leavingstone სოციალურ ქსელში.

ქართული საკომუნიკაციო სააგენტო 3 წუთში გვიყვება იმ რეალობაზე, რომელიც დღეს, მთელ მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში ყველაზე აქტუალურია. Leavingstone ვიდეორგოლის ბოლოს მოგვიწოდებს, არ დაგვავიწყდეს, რომ „ახალი წლის დროა“ და კორონავირუსზე უარესებიც გადაგვიტანია.

შეგახსენებთ, Leavingstone-მა წინა წელს, „ზუმერის“ საახალწლო რეკლამაში მედღეხვალიე ხალხი ამხილა. მაშინდელი ვიდეორგოლის სიუჟეტი საახალწლო სუფრის გარშემო ვითარდებოდა. სუფრაზე ბევრი განსხვავებული ტიპის “მედღეხვალიე” პერსონაჟი იყრიდა თავს.  თითოეულ მათგანს თავისი გეგმა ჰქონდა, რომლის გადადებაც უკვე ყოველდღიურობად ექცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g