LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 25 წლის, საქართველოზე შეყვარებული ბელგიელი ბიჭის ბიზნესი მაღალმთიან აჭარაში – კარვები თაგოს მთაზე

4313
231508166-1222452964847977-5535218276652423593-n

25 წლის, საქართველოზე შეყვარებულმა ბელგიელმა ბიჭმა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, თაგოს მთაზე ბიზნესი წამოიწყო და იქ „გლემპინგ თაგო“ მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელი Jonas Mahir Shaik საქართველოში პირველად 4 წლის წინ ჩამოვიდა, მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის შემდეგ აღფრთოვანებულმა და საოცარი ბუნებით მოხიბლულმა კი, აქ საინტერესო ტურისტული სივრცის მოწყობა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, თაგო — სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს არის ულამაზესი ადგილი თვალწარმტაცი ხედებით. „გლემპინგ თაგო“ კი წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.

„გლემპინგ თაგო“ აერთიანებს 7 ლოტუსის კარავს, კემპინგის კარვებს, კემპინგის ზონას, გლემპინგ სივრცეს და რესტორან „იურტას“, ასევე აბაზანის სახლს.

„ჩვენი ვეგეტარიანული რესტორანი სპეციალიზირებულია ცნობილ ადგილობრივ კერძებზე. გარდა ამისა, ჩვენ დავამატეთ ევროპულ კერძები მეტი მრავალფეროვნებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებს და სოფლის მეურნეობის განვითარებას. კერძების 80% დამზადებულია ადგილობრივი პროდუქტებით“, – აცხადებენ „გლემპინგ თაგო“-ში.

აღსანიშნავია, რომ „გლემპინგ თაგო“-მ პირველი სტუმრები მიმდინარე წლის 21 ივნისს მიიღო. კარვებში განთავსების ღირებულება ერთი ღამით: 2 ადამიანზე: 100 ლარი, 1 ადამიანზე: 75 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g