LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა, პარტიის ოფისთან 11 კარავია გაშლილი

144
1

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა, დღის ბოლომდე კი მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონიდანაც ელოდებიან.

დღეიდან ვაცხადებთ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას: ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი, ასევე შიმშილობენ ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

“რადგან ნიკა მელიას მიერ ეს ინიციატივა გუშინ იყო გამოცხადებული, დღეიდან უკვე საბოლოო ჯამში გამოიკვეთება, ჩამოყალიბდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩაერთვება ამაში, იქნება ძალიან ბევრი, უპრეცედენტოდ მასშტაბური, უკიდურესი პროტესტის ფორმა, რადგან მიგვაჩნია, რომ სხვა პროტესტის ფორმებთან ერთად, ეს არის ის გზა და ის მექანიზმი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და მთავარი აქ არის, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა, რადგანაც პოლიტიკური დევნის პირობებში ვერ იქნება მშვიდი სიტუაცია, ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას მისცემს განვითარების საშუალებას.

პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ პოლიტიკური დევნის სიმბოლო, ვინაიდან ის არის პოლიტიკური მძევალი.

იცით, რომ ნიკა მელიას ინიციატივა იყო და მან უკვე დაიწყო შიმშილობა წუხელ, დღის ბოლომდე გამოიკვეთება პირველადი სია, ვინ უერთდება ამ პროტესტს.” – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები