„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას მელიამ თქვა, რომ მიმდინარეობს შიმშილობის პროცესში ჩართვის მსურველი პირების სიის შედგენა.
„ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება… უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს“, – ამბობს მელია.