„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს. როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულ კარვებში განთავსდებიან ის ადამიანები, ვინც მასობრივი შიმშილობის საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება დღეს, ნიკა მელიამ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.