LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება

170
ნიკა ფარულავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავაც უერთდება.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტისათვის, ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დასრულებისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური წნეხი გაიზარდოს.

დღეიდან ვაცხადებთ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას: ნიკა მელია

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

„მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს იყოს მაგალითად, რამაზ გერლიანის გაუჩინარების მსგავსი ქეისები, დასრულდეს ავტორიტარიზმის და დიქტატურა. როდესაც საზოგადოებას ვთხოვთ, უნდა გამოფხიზლდნენ და შემოუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას ამისთვის საჭიროა ნახონ, რომ შენ ყველაფერზე ხარ წამსვლელი და პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართავ. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.

მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი – სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები