ცოტა ხნის წინ, 56 წლის ჰიუ ჯეკმანისა და მისი კოლეგის, 49 წლის სატონ ფოსტერს რომანი დადასტურდა. ისინი ერთად გვიან ღამით, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული სეირნობის დროს გადაიღეს.
ჰიუ ჯეკმანისა და სატონ ფოსტერის რომანი დადასტურდა – გვრიტები პაპარაცების მახეში გაებნენ
რამდენიმე საათის წინ, მედიაში შეყვარებულების ახალი ფოტოები გავრცელდა. საოცრად ემოციური იყო მათი შეხვედრა. ჰიუ საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და კოცნიდა.
არ დააყოვნა ინსაიდერის ინფორმაციამაც, წყაროს ცნობით, ჯეკმანმა სატონთან რომანი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის ქორწინებაში იმყოფებოდა.
„27 წლის შემდეგ, პირველად გაიგო, რა არის ვნება“, „საუცხოო წყვილია“, „ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“, „შეხედეთ, როგორ უციმციმებს თვალები“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. რაც შეეხება სატონ ფოსტერს, ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ერთი შვილი ჰყავს.
ჰიუ ჯეკმანის ყოფილი ცოლი, რომელიც მსახიობმა სხვა ქალში გაცვალა, ამ თემაზე ყველა პოსტს „აჰაჰავებს“