LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 28 ლარი მაქვს, მპირდებიან დღეს, ხვალ, მაგრამ პატარა ბავშვებივით გვატყუებენ – ხარაგაულში 200-მდე მუშა გაიფიცა

140
Capture333

თბილისის-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ხარაგაულის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის 30%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც კომპანია დასაქმებულების მიმართ გასცემს ძალიან ცოტაა და პირველადი საჭიროების პროდუქტების შეძენაში არ ჰყოფნით.

„28 ლარი მაქვს, მპირდებიან დღეს-ხვალ, მაგრამ პატარა ბავშვებივით გვატყუებენ. გავიდა უკვე წელიწადი. შაქარი გაძვირდა, ფქვილი გაძვირდა, 28 ლარში ვერ ვწვდებით ვერაფერში“. – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული „მთავარ არხთან“ საუბრისას.

“ამ ხელფასიდან ვიხდით მარშრუტკის ფულს. ზოგი სურამიდან დადის, ზოგი ხაშურიდან, ზოგი კი ზესტაფონიდან – ზოგი 100 ლარს იხდის, ზოგი 150-ს. საჭმელიც ჩვენ მოგვაქვს სახლიდან და ეს ხელფასი საერთოდ აღარ არის არაფერი დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე“. – აცხადებს მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანაზღაურების გაზრდა სამუშაოს სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული და ყველას ხელფასი ერთნაირად ვერ მოემატება.

კომპანია დასაქმებულებისგან ვადის მიცემასა და რამდენიმე პირის გამოყოფას ითხოვს.

 

<