გორში, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.
„მიბიძგებენ, რომ ზემოთ ბაზრობაზე წავიდე, სად მაქვს სიარულის თავი? „კალიასკას“ დავათრევ, აქ სიარულით „კალიასკა“ გამიტყდა, პატარ-პატარა რაღაცები მომაქვს, 3, 5 ლარი თუ გავაკეთე პურის ფული, მიხარია, წავალ ჩემს შვილებს საჭმელს ვუყიდი-მეთქი“, – თქვა მან.
გორში გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა
“3 და 5 ლარი თუ გავაკეთე, მიხარია შვილებს საჭმელს ვაჭმევთქო, ამასაც მიკრძალავენ” | გორში გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 21 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ პოლიცია ძალის გამოყენებით უსწორდება.