ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, საათების და აქსესუარების შემდეგ, სუნამოს წარმოება დაიწყო.
როგორც ციკოლია გადაცემა “შუადღეში” საუბრობს, ამ დღეს 36 წელი ელოდებოდა და მისი ოცნება ახდა.
“გაქვს იდეა და სურვილი რაიმეს შექმნის. სწორედ ასე იყო ჩემთვის სუნამოს შექმნა. ჩავედი საფრანგეთში, სადაც ძალიან ბევრი პარფიუმერიული საწარმოა. მივხვდი, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს. შემდეგ ავარჩიე ანტუანი და მასთან საუბრის შემდეგ წარმოდგენები სრულიად შემეცვალა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სუნამო ყოფილიყო ქართული თემატიკის”, – საუბრობს ზვიად ციკოლია.
ვიდეო: „ჩვენი სუნამოს ბოთლი დაიბადა“ – ზვიად ციკოლია ახალ პროექტზე აქტიურად მუშაობს
ვიდეო: „ციკოლიას ქვევრი“ – ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოება დაიწყო
იხილეთ ვიდეო: