ეს ავტომობილების ნაგავსაყრელი, ამერიკის ქალაქ ჰაზლტონში მდებარეობს და იმდენად დიდია, რომ მისი შეთვალიერება კოსმოსიდანაც კი შეიძლება. ამასთან, ამ ადგილზე მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის საკმარისია არც თუ ისე ძვირადღირებული ბილეთის შეძენა და ყველაზე უჩვეულო ავტო-ექსკურსიაც დაიწყება.
ამ ადგილას მოხვედრილი ავტომობილების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია.
თავად მანქანების მოდელები იმდენად მრავალფეროვანია, რომ რამდენიმე ექსკლუზიური ავტომობილის პოვნაც შეიძლება.
უფრო ზუსტად კი მსოფლიოში ყველაზე დიდი მიტოვებული ავტომობილების სადგომის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.