LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „6 წელი დამჭირდა ჩემი ოცნების ორგანიზაციაში გადასასვლელად – ახლა მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემს მხარეს არის“ – მერაბ დვალიშვილის ჩართვა აშშ-დან

142
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

მერაბ დვალიშვილი გადაცემა „დილის ლაივს“ აშშ-დან ჩაერთო.

მერაბმა გადაცემაში მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებამდე ბევრი დაბრკოლება შეხვდა.

მისივე თქმით, სპორტში დარჩენას მინიმუმ 10 წელი კიდევ აპირებს, რათა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს.

სპორტსმენი ქართველ გულშემატკივარს კიდევ უამრავ გამარჯვებას დაჰპირდა.

„ასე იყო თუ ისე, 6 წელი დამჭირდა ჩემი ოცნების ორგანიზაციაში გადასვლისთვის, 6 წლის შემდეგ შევძელი და გადავედი UFC-ში.
ახლა ყველაფერი მარტივია, რა შედარებაა…

პირველი 6 წელი მეგონა, რომ მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო იმდენ დაბრკოლებას ვხვდებოდი და ახლა მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემ მხარესაა.

რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, უფრო გამარტივდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ შეიცვალა, მე ორმაგად და ათმაგად მეტი მიზანი მაქვს წინ, გაჩერებას არ ვაპირებ…

ახლა ყველაფერი მარტივია, პირველი ნომერი ვარ ჩემს წონაში და ახლა მხოლოდ ქამრის მოპოვებაღა დამრჩა…ამ სპორტში ვაპირებ, რომ მინიმუმ 10 წელი კიდევ დავრჩე და ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები. უამრავ გამარჯვებას ვპირდები ჩემს ხალხს და გულშემატკივარს,“ – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

 

ვიდეო: „2012 წელს ჩამოვედი ამერიკაში…1 წელი დარბაზიც კი ვერ ვიპოვე, რომ მევარჯიშა…ბავშვობიდან ვოცნებობდი ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა” – მერაბ დვალიშვილი კარიერაზე

ვიდეო: მერაბ დვალიშვილის მიმართვა ქართველებს – „ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, მართლა იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა და ძალიან დიდ ძალას მაძლევდა“

„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო“ – ისტორიული გამარჯვება: მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, პიოტრ იანი დაამარცხა

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! კაცს, რომელიც გააფრთხილეს რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა და საქართველოს დროშა გულზე დაიხატა!“

ფოტო: როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები