LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედა დააპატიმრეს” – ლანა ღოღობერიძის დედასთან ურთიერთობის აქამდე უცნობი ამბავი

160
BeFunky-collage - 2023-04-26T215818.317

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ტელეკომპანია „ფორმულას” რუბრიკაში, „ნამდვილი ამბავი” დედასთან ურთიერთობის შესახებ გულახდილად საუბრობს და აქამდე უცნობ ისტორიას გვიყვება.

„7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედა დააპატიმრეს”. 10 წელი არ მენახა და შემდეგ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. შემდეგი ეტაპი იყო დედას ფილმებზე ფიქრი და მერე მათი პოვნა. თავიდან იმ სარდაფშიც კი ვეძებდი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ბოლოს, როდესაც ვიპოვე და ჩამოვიტანე თბილისში, მათი ნახვა მეშინოდა. საბოლოოდ ფოტოები დარჩა ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოდ. ისინი ძირითადად შეხვედრა და დაშორება იყო, საბოლოოდ კი მაინც შეხვედრად იქცა.

იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი, რომ დედაზე ფილმი გადამეღო. დედაჩემმა საკუთარ მოთხრობებში შექმნა დედა-შვილის ხატი, როგორც მარადიული წყვილი. მგონია, რომ ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა არის ახალი საჩუქარი. ძალიან მიყვარს გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: „იცხოვრო იმისთვის, რომ მოჰყვე”. კარგია სიცოცხლე, ღირს, რომ იცოცხლო”, – საუბრობს ლანა ღოღობერიძე.

 

ლანა ღოღობერიძე | ნამდვილი ამბავი

“- მგონია, რომ ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა არის ახალი საჩუქარი.”

ლანა ღოღობერიძის დედასთან ურთიერთობის აქამდე უცნობი ნამდვილი ამბავი.

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 25 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები