LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „7-წლიანი ცილისწამების და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის – ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თურქეთის კლინიკიდან კადრებს აქვეყნებს

370
გიორგი მამალაძე

7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში იმყოფება, რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.

„დაიწყო რთული, ხანგრძლივი, თუმცა იმედის მომცემი პროცესი…“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თურქეთის კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს

თურქეთის კლინიკიდან, სადაც დეკანოზი რეაბილიტაციის პროცესს გადის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კადრებს ავრცელებს და წერს, რომ, „როგორც ჩანს, დეკანოზს წინ ურთულესი გზა ელის“.

„7-წლიანი ცილისწამების, უსამართლობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის – ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე, მაგრამ – იმედის გზა“, – წერს თორნიკე მამალაძე.

7 წლიანი ცილისწამების, უსამართლობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის – ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე, მაგრამ – იმედის გზა…

Posted by თორნიკე მამალაძე on პარასკევი, 15 მარტი, 2024

„არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას.. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა.. ჩემს ძმას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს“ – რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე

„ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა.. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე და არა სანახაობა“ – პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი მამალაძე მიმართვას ავრცელებს

ცნობისათვის, დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზი საპატიმროდან მიმდინარე წლის 14 თებერვალს ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g