ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტის – „მიმღერეს“ ახალ ეპიზოდში პროექტის მონაწილეებმა ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
გასულ ეპიზოდში „მიმღერეს“ მონაწილეებმა მსმენელს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ცნობილი კომპოზიტორების უკვდავი კომპოზიციები.
ერთ-ერთი გამორჩეული იყო თამარ გვერდწითელის შესრულება, რომელმაც ვაჟა აზარაშვილის „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ იმღერა.
„ქალების ქალი. მაცოცხლებელი სულის“, „ადამიანი ნიჭი!“, „ბრავო! საოცარი შესრულება“, „ქალი ლეგენდა!“, „საამაყო მომღერალი“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
