ადელი მეორედ თხოვდება. ცნობილი გახდა, რომ სპორტულმა აგენტმა, რიჩ პოლმა ინგლისელ არტისტს ხელი თხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. წყვილი ერთმანეთს 2021 წლიდან ხვდება.
ინფორმაცია ნიშნობასთან დაკავშირებით, თავად 36 წლის მუსიკოსმა გაამჟღავნა. 9 აგვისტოს, მიუნხენში გამართული მორიგი პერფორმანსისას, მან მსმენელის აღმართულ პოსტერზე თხოვნას – ,,გამომყვები ცოლად?” ღიმილით უპასუხა და აღნიშნა, რომ ის უკვე დანიშნულია.
,,შენზე ვერ დავქორწინდები, რადგან უკვე ვთხოვდები”, – მიმართა შემსრულებელმა მასთან შეუღლების მსურველს.
@gijs.bregts Adele is getting married 😱🤩#richpauladele #announcement #ring #married #munich #adelemunich #adele30 #adele #adeleinmunich ♬ origineel geluid – Gijs
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ადელი 6 წლიანი რომანის შემდეგ, ცოლად საქველმოქმედო მეწარმეს, საიმონ კონეკის გაჰყვა. მათი ქორწინება 2 წელში დასრულდა. ისინი ვაჟის მშობლები არიან.