LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი.. საკუთარმა დედამ ვერ მიცნო“ – ემიგრანტი ანა ბარბაქაძის ისტორია, რომელიც დედის ჯანმრთელობის სადარაჯოზეა

413
Untitled design (5)

გადაცემა „სხვა რაკურსი“ ქართველ ემიგრანტ ანა ბარბაქაძეს სტუმრობდა, რომელიც წლებია კანადაში ცხოვრობს. „სხვა რაკურსის“ კანადაში სტუმრობა ანა ბარბაქაძემ ერთად ულამაზესი ტორტით აღნიშნა.

ანა ბარბაქაძემ გია ჯაჯანიძესთან საუბრისას საკუთარი ცხოვრების და ემიგრაციის შესახებ ესაუბრა.

ვიდეო: „მარტო, ორსული ჩამოვედი კანადაში.. რომ ჩამოვედი და ტირილი დავიწყე, არც მახსოვს როდის გავჩერდი, ასეთი არის ემიგრაცია“ – ანა ბარბაქაძე ემიგრაციის სირთულეებზე

„ღმერთს წყალობით სიყვარულში და ნდობაში ვცხოვრობ. 2016 წელს ჩამოვედი კანადაში. 1 წლის და 6 თვის უკან დედაც ჩამოვიყვანე.

არ ვიცოდი, რომ ოდესმე ხატვას შევძლებდი.. დედის დაავადებამ ჩემში საოცრება გააღვიძა. მთელი ცხოვრება უდიდესი მადლობელი ვიქნები დედის, მისი დაავადების და ზოგადად მთელი სამყაროსი.

დედაჩემი პირველი ქართველია, ვინც ოდესაში დაიცვა დისერტაცია. პროფესორია, ზეგანათლებული, საყვარელი და საუკეთესო დედა მყავს.

დედას დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს, ამის შესახებ მე არ ვიცოდი. თავიდან წნევები აწუხებდა და ზოგადი გამოკვლევების საფუძველზე დიაგნოზი დასვეს, რომ მას ჰქონდა დემენცია. როდესაც მას ვესაუბრებოდი ინტერნეტით, არაფერი ემჩნეოდა.

ერთმა ფრენამ შეცვალა ყველაფერი, მოახდინა დაავადების პროვოცირება და ჩამოვიდა აბსოლუტურად სულ სხვა ადამიანი. ვერ ცნობდა ვერავის, ვერც მე მიცნო. აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი. ღმერთის და ერთი გოგოს წყალობით ჩამოვიდა დედაჩემი კანადაში. როდესაც ვნახე, სულ სხვა ადამიანი იყო. ამ დაავადების შესახებ ფეხდაფეხ გავიგე.. ეს იყო ჩემთვის შოკი“, – ამბობს ანა ბარბაქაძე.

 

დედის ჯანმრთელობის სადარაჯოზე •?ანა ბარბაქაძის ისტორიადედის ჯანმრთელობის სადარაჯოზე
?ანა ბარბაქაძის ისტორია

??: საკუთარმა დედამ ვერ მიცნო.

???? ”სხვა რაკურსის” მოგზაურობა კანადაში. ????
• ნაწილი III

#სხვარაკურსი
#აქიმედია
#დარჩიიმედზე
#იმედიგვაერთიანებსPosted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on Tuesday, January 30, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები