LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მარტო, ორსული ჩამოვედი კანადაში.. რომ ჩამოვედი და ტირილი დავიწყე, არც მახსოვს როდის გავჩერდი, ასეთი არის ემიგრაცია“ – ანა ბარბაქაძე ემიგრაციის სირთულეებზე

250
Untitled design (2)

ემიგრანტი ანა ბარბაქაძე „მთავარი არხის“ ეთერში ემიგრაციაზე და მის სირთულეებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, უკვე 7 წელია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

„ბავშვობიდან აქტიურ ცხოვრებას მივსდევ. ბევრ სფერო ვცადე. გონებაში სულ მქონდა, რომ უნდა წავიდე, სიახლე მჭირდება და 7 წლის წინ დავტოვე საქართველო. მატერიალური, მორალური, ყველანაირი კუთხით მინდოდა განვითარება.

საქართველოში დავტოვე დედა და ბავშვის მამა. ძალიან ტკივილიანი ცხოვრება მაქვს.. 7 წელია, რაც მარტო ვარ. ამ ეტაპზე მარტოხელა დედა მოცემულობის გამო არ გახლავართ, ეს ჩემი არჩევანია.. მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

აქ რომ ჩამოვედი და ტირილი დავიწყე, არც მახსოვს როდის გავჩერდი, ასეთი არის ემიგრაცია.. მორალური კუთხით სულ მარტო ვგრძნობდი თავს, ფიზიკურადაც არავინ მყავდა ადამიანი და ძალიან გამიჭირდა.

მარტო, ორსული ჩამოვედი კანადაში, მაგრამ რომ დამაბრუნოთ უკან, იმავენაირად გავაკეთებდი ყველაფერს“, – ამბობს ანა ბარბაქაძე.

 

? “რომ ჩამოვედი და ტირილი დავიწყე, არ მახსოვს როდის გავჩერდი…” | ემიგრანტის ისტორია

? “აქ რომ ჩამოვედი და ტირილი დავიწყე, არც მახსოვს როდის გავჩერდი, ასეთი არის ემიგრაცია” | ემიგრანტი ანა ბარბაქაძის ისტორია ?

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Saturday, January 27, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები