LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აფეთქება შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე – არის მსხვერპლი

367
აფეთქება შვეიცარიაში

შვეიცარიაში, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.

პოლიცია დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედია პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების მომენტში ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იყო.

„სქაი ნიუსი“ იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე, ათი ადამიანი. შვეიცარიული მედია წერს, რომ აფეთქება შესაძლოა, პიროტექნიკამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g