კომპანია Hyundai–მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოდელი i20 N–ის ზამთრის ტესტებია ასახული. სიახლე გაყინულ ტბაზე სარბოლო i20 WRC–თან და საშუალო ძრავიან პროტოტიპტთან RM19-თან ერთად გამოიყვანეს და გამოცდის ჩაბარება სამივე ავტომობილს ერთად მოუხდა. ჰიპერქარის პრემიერა რამდენიმე თვეში უნდა შედგეს და ის Volkswagen Polo GTI–ს და Ford Fiesta ST–ს კონკურენტად მოიაზრება.
ჰეტჩბეკის ჩექმნა საკუთარ თავზე სამხრეთ კორეულმა დანაყოფმა N-მა აიღო. წინასწარი ინფორმაციით, მოდელი 200 ძალის, 1,6 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავითაა აღჭურვილი და მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ვიზუალურად i20 N სტანდარტული მოდელისგან საბურავების ბაზით და გამონაბოლქვის სისტემით განსხვავდება.
მისი რეალური შესაძლებლობების ნახვა კი ვიდეოში შეგიძლიათ.
