მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ აქციას.
როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, მათ ცრემლსადენ ტყვიებთან გამკლავებაც არ უჭირთ.
„ახლა მე ერთ-ერთი კაფსულა დავიჭირე, წყალში ჩავაგდე და როგორც მინიმუმ, 5 ადამიანი გადაურჩა ამ ცრემლებს.
იქ დგანან ბიჭები, რომლებიც შიშველი ხელებით აკეთებენ ამას.
სირბილიც ძალიან კარგად გამომდის, თუ რამე უარესსაც ვიზამ, რასაც ისინი შვრებიან.
დავიზეპირეთ უკვე რასაც აკეთებენ, ვიცით რომ გახდება 11 საათი გადმოვლენ აქეთ, გვეთამაშებიან კატათაგვობანას, ისინი, რასაც 10 წლის განმავლობაში სწავლობენ, ეგ „დავამუღამეთ“ 5 დღეში,“ – აღნიშნა აქციის მონაწილემ.